გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ტყიბულის, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე: წყალწითელაზე, სულორსა და კუხაზე; ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე და კასპის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე.
ვინაიდან ხუთივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.