14 და 15 ივნისს ქუთაისში,,გემო ფესტი,, გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.
ფესტივალი ქუთაისში წელს მესამედ გაიმართება.ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, კვების და გასართობი სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი მოეწყობა.
ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი იმერული კერძები. „გემო ფესტის“ ფარგლებში გაიმართება კონცერტი.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
,,ძველებს უთქვამთ: „კარგი ამბავი ბევრჯერ მოყევი, რომ არავის გამორჩესო“.
ჰოდა ჩვენო ერთგულო, ძველო და ახალო სტუმარო - მოინიშნე, დაიმახსოვრე, თუნდაც ხელზე დაიწერე, რომ 14 და 15 ივნისს ქუთაისში გემო ფესტია.
ამის გამოტოვება რომ არ შეიძლება ან გინახავთ ან გსმენიათ მაინც.
ასე რომ შევხვდებით ქუთაისში, ხიბლით სავსე იმერეთში.,,წერია ფესტივალის შესახებ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.