გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 503 ფაქტი გამოავლინეს.
ყველაზე მეტი, 226 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 110 - ბათუმში, 88 - რუსთავში, 79 კი - ქუთაისში.
503 სამართალდარღვევიდან 441 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 62 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
292 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 193 - მიკროავტობუსის, 18 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის ხუთ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1940 სამართალდარღვევა გამოავლინეს.