ქუთაისი-ალპანას გზაზე სატვირთოდან ლოდები გადმოვარდა.ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
,,ასეთი სურათია ახლა ქუთაისი-ალპანის გზის მონაკვეთზე. ასე ,,უფრთხილდება" კორუფცია და გაუმძაძღრობა ყოველი ჩვენგანის სიცოცხლეს. ოფურჩხეთის და ჟონეთის კარიერებიდან ,,მეტისმეტად ფრთხილად" ხდება ლოდების გადაზიდვა. უფრო მეტიც, ასეთი ,,დაცული" სატვირთოები ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილდებიან. რა ვიცი ,ეს ლოდები რომ ცვივა, დიფსთეიდთან მებრძოლი ხელისუფლებით აღფრთოვანებულ ადამიანს და ჩემსავით კრიტიკულად განწყობილს აღარ არჩევს და. თუ მშვიდად იქნებით მაინც, ჯვარი გვწერია ყველას. ,,-წერს სოციალურ ქსელში მაკა სულაძე