ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
დღესასწაულის აღნიშვნა საქართველოს ეროვნული გმირის , მერაბ კოსტავას ხსოვნის პატივგებით დაიწყო.
ღონისძიებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფოსტის ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა, თემატური, მულტიფუნქციური სივრცეები, გამოფენები, ინსტალაციები, საბავშვო და სპორტული ზონები, მიმდინარეობს კონცერტი.
17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, შესრულდება საქართველოს ჰიმნი, დღის ბოლოს კი გალა-კონცერტი გაიმართება.