ქუთაიში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა იწყება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისში ბალახვანის 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარედ სპეციალური პროგრამა აქვს წარმოდგენილი- ქუთაისის აეროპორტის მთავარი არქიტექტურული კომპონენტისგან შექმნილი საგამოფენო სივრცე, მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შედგება სხვადასხვა ელემენტებისგან, როგორიცაა: გასართობი აქტივობები, მოსასვენებელი კუთხე და ჩემოდნების ფოტოზონა. სივრცეში ასევე, განთავსებულია ვირტუალი რეალობის (VR) ზონა.
ასევე, ცალკე ინსტალაციად არის წარმოდგენილი თვითმფრინავის კუდის ფორმის ფრენის სიმულაციის ოთახი.
ქუთაისში მოსულ დამთვალიერებელს დახვდება ვორქშოპებიდა საბავშვო გასართობი აქტივობები.