ხვალ,26 მაისს , საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში მორიგი აქცია გაიმართება შეკრება ქუთაისის მერიის წინ 19:00 საათზე დაიწყება. ნაჩვენები იქნება ორი დოკუმენტური ფილმიც.
,,საქართველოს ისტორია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ბრძოლის ისტორიაა. ამიტომაც ქართველი ხალხისთვის ეროვნულ დღესასწაულებს შორის 26 მაისი განსაკუთრებულად საამაყოა.
საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება!
გელოდებით ქუთაისის რუსთაველზე (პროტესტის ჩვეულ ადგილას - ქუთაისის მერიის წინ), 19:00 სთ.-დან.
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დაბადება, მისი აღდენა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების მზაობა.
საპროტესტო ადგილას ნაჩვენები იქნება დოკ. ფილმები:
1. "ურჩხულის არ ეშინია დამოუკიდებელ საქართველოს",
2. "დამოუკიდებლობის გადასარჩენად".
სიმბოლურად, მსურველებს შეეძლებათ ხელი მოაწერონ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
ერთად გავიხსენოთ, ვიამაყოთ და დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოებრივობა. ,,-წერია ინფორმაციაში.