დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მსვლელობა გაიმართება. ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დადგენილი ოჯახის სიწმინდის დღე ყოველწლიურად აღინიშნება სამღვდელოებისა და ერის თანამლოცველობითა და საზეიმო მსვლელობით. ამა წლის 17 მაისს, შაბათს, 14 საათზე სამშვიდობო პარაკლისი შესრულდება წმ. დავით აღმაშენებლის და ბაგრატ III_ის სახ. ტაძარში(ცენტრალური მოედანი) რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა დაიწყება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების(ბაგრატის სიონი) ტაძრამდე.,,გაენათის ეპარქია.