,,მაღარო ქვეყანას, მოგება ხალხს,,-ამ სლოგანითჭიათურელი მაღაროელები თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციას მართავენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გაჩერებული მაღაროების ამუშავება, სახელფასო დავალიანების გასტუმრება და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის,, ქალაქიდან გასვლაა. ამ ყველაფრის მოგვარებაში კი დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას თხოვენ.
2024 წლის პირველი ნოემბრიდან კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,,მაღაროებში მოპოვების პროცესი გააჩერა და მაღაროელებს ხელფასის 60%-ს დაპირდა.
პირველი მარტიდან სამუშაო პროცესი უნდა განახლებულიყო, თუმცა კომპანიამ მიწისქვეშა მაღაროების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და 3500 ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.
📸 ეკა ქევანიშვილი / რადიო თავისუფლება