21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეს აღინიშნება.თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელთა მოვლა-პატრონობაზეც თავად იზრუნებენ.
აქციას ქუთაისის დღის ცენტრ „ჯადოსნური სამყაროს“ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები შეუერთდნენ.
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა.
თარიღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
საქართველოში ტყეს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44,5% უჭირავს.