იმერეთში დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზების გაწმენდა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დროის მონაცემებით ჩაკეტილია მხოლოდ 6 სოფელი.სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლები გამოჩინებული და თხილაგანი,ხარაგაულში სოფლები ჭარტალი და გუდათუბანი,ბაღდათში საკრაულა და ტყიბულში მუხურა.
მუნიციპალიტეტებში ორი დღეა მოსახლეობას პროდუქტი და პირველადი დახმარების ნივთები ურიგდება. იმერეთმა 40 ტონაზე მეტი პროდუქტი მიიღო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.