მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი ,,თეთნულდი,, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდებას გეგმავს.
,,გამზადდა ვანი- ბაღდათის მოსახლეობისთვის, 24 ოჯახისთვის პირველადი სურსათი და მედიკამენტები, მათი საჭიროება გასაუბრების დროს გამოიკვეთა.
თანხა შემოვიდა ანგარიშზე სულ 540 ლარი და დღეს დაიხარჯა, სურსათში 365 ლარი, დარჩენილი თანხით შესაძენი იქნება პური, სანთლები საწვავი.
ხვალ კიდე ველოდებით შემდეგი დღისთვის რესურსებს. მადლობა ყველას ნდობისთვის.,,-კლუბი ,,თეთნულდი,,.