ქუთაისში დილიდან თოვს.
ქალაქში მოსული ნალექის გამო ა(ა)იპ “ სპეციალური სერვისები” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, მობილიზებილია რამდენიმე თოვლმწმენდი სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი მუშა ხელიც.
ამ მომენტისთვის გადაადგილება ქალაქის მასშტაბით დაუბრკოლებლად შეიძლება.
შუაღამიდანვე დაიწყო იმ მონაკვეთების გაწმენდა , რომელიც რელიეფურად შედარებით რთულ ლოკაციებს წამოადგენდა.
საქართველოში თოვლიანი ამინდები 25 თებერვლამდე გაგრძელდება. ღამით გაძლიერდება ყინვები.