ქუთაისელი ოპერატორი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა თავისუფალია.მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.
მორიგი პროცესი დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ გაიმართება.
მირიან ბერულავა პოლიციამ პირველ თებერვალს დააკავა და სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფას, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ფოტოს ავტორი თემურ ცამციშვილი.