დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.
ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.
ხუთჯვრიანი დროშა ,როგორც ეროვნული სიმბოლიკა,2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა.
ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს. ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.