,,ერთად შევხვდეთ შობას,,-ქუთაისში,მერიის წინ დღეს შეკრება იგეგმება.შობის შესახვედრად მოსახლეობა 22:00 საათიდან შეიკრიბებიან.
,,მერიის შენობაში ფუნქციონირებს მართლმადიდებლური ტაძარი, რომლის ისტორიაც დიდწილად მოიცავს და იმეორებს საქართველოს ისტორიის ზოგიერთ მნიშვნელოვან ნაწილს.
სიმბოლურია დემონსტრანტებმა შობა (იმედის დღესასწაული) ერთად აღვნიშნოთ საქართველოს ისტორიული მტრის მიერ დაზიანებულ ერთ-ერთ ტაძარში.
ინფორმაციისთვის: ამ ადგილზე, წმ. მთავარანგელოზთა სახელობის პირველი ტაძარი 1450 წელს აიგო. 1840 წელს იმავე ადგილას ახალი ტაძარი ააგეს, რადგან ძველი მნიშვნელოვან რესტავრაციას საჭიროებდა.
ამ ტაძარში არაერთი ქადაგება აქვთ ჩატარებული: გაბრიელ ქიქოძეს, რაჟდენ გიგაურს, კორნელი კეკელიძეს...
1944 წელს საბჭოთა კავშირმა ტაძარი დაანგრია.,,-წერია ინფორმაციაში.