ქუთაიში ხვალ ახალ წელს მოქალაქეთა ნაწილი ღია ცის ქვეშ შეხვდება.უწყვეტი პროტესტი გრძელდება.31 დეკემბერს,ქუთაისის მერიასთან აქცია -,,ახალი წლის საპროტესტო ღამე,, გაიმართება.
,,სანამ რეჟიმს ჩვენი თანამოქალაქეები ტყვედ ჰყავს და არ ისმენს ქართველი ხალხის ხმას, პროტესტი უწყვეტად უნდა გაგრძელდეს.
ამიტომაც, გელოდებით 22:00 სთ.-დან ქუთაისის საპროტესტო ადგილას.
ერთად შევხვდეთ ახალი წლის ჯადოსნურ საპროტესტო ღამეს.
მეწარმეებს, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარს და მონაწილეობას არ იღებენ რეჟიმის მიერ ორგანიზებულ ცრუსაზეიმო ღონისძიებებში, გელოდებით თქვენი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის.
2025 წელს ჩვენს ქვეყანაში რეჟიმი უნდა დასრულდეს.
წელს ტრადიციულად ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ნათესავებთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს, ოღონდ ქუჩაში. ,,-წერია ინფორმაციაში.