ქუთაისში ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო.
მთელი დღის განმავლობაში, ნაძვის ხის ირგვლივ,საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილი.ისინი ამ წუთებშიც, ადგილზე არიან .
პარალელურად, კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები იმართებოდა.
ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებამდე შეკრებილებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის დელეგატმა პარლამენტში,ზაზა ლომინაძემ მიმართეს.
მათი სიტყვით გამოსვლის პარალელურად, აქციის მონაწილეები საყვირებით გამოხატავდნენ პროტესტს.
მერიის მიერ ორგანიზებული საღამო მსახიობი მაკა შალიკაშვილს მიჰყავს.
ცენტრალურ მოედანზე მობილიზებულია პოლიცია.
ცენტრალურ მოედანზე ახლა საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს.
გუშინ აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერიას მიმართეს განაცხადებით,ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე აენთოთ,თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი პოზიცია არ გაითვალისწინა.
ფოტო (სქრინი)-ტელეკომპანია ,,მეგატვ-ის,, ფეისბუქ-ლაივიდან