ხვალ,21 დეკემბერს,ქუთაისელების მარშის პარალელურად,საპროტესტო აქცია ქუთაისშიც გაიმართება.
,,შაბათს, 21 დეკემბერს ბევრი ადამიანი ვაპირებდით წასვლას თბილისში "ქუთაისელების მარშზე", მაგრამ...ზუსტად მაგ დღეს, ქუთაისის მერიამ გადაწყვიტა ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება.
2 საათიდან აპირებენ დაწყებას და ალბათ საღამოს" დაგვირგვინებას"-თუ კი მივცემთ მაგის საშუალებას.
ვინც ქალაქში რჩებით და ოდნავ მაინც გელახებათ თავმოყვარეობა ამ ფაქტით, ვიკრიბებით მერიის წინ დღის 12 საათზე.
P.S. თუ რომელი "ლეგენდარული" ჯგუფები და მუსიკოს- შემსრულებლები მონაწილეობენ, ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია...,,-წერია ინფორმაციაში.
ხვალ,19 :00 საათზე ქუთაისში ნაძვის ხის ანთება იგეგმება.მანამდე კი,14:00საათიდან საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.