საყოველთაო პროტესტის მეცამეტე დღეს,ქუთაისში ორი აქცია გაიმართება.
17:00 საათზე,ტრადიციულად, შეკრება მერიის წინ არის დაგეგმილი.კი ევროპას , არა რუსეთს-ამ მოწოდებით მოქალაქეები ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ძალადობრივი მეთოდებით აქციის მონაწილეების დაკავებასა და ცემას გააპროტესტებენ .
19:00 საათზე კი ცენტრალურ მოედანზე,თეთრ კოლონადებთან მედიკოსები ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად შეიკრიბებიან. ექიმების აქცია თეთრი ხალათებით გაიმართება.