დღეს, 22 სექტემბერს, 20 საათზე,თბილისში, პარლამენტის შენობასთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის სოლიდარობის აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს მათი პროლემის მოგვარებაში და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა,, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი სამართლიანად ანაზღაუროს.
პირველი სექტემბრიდან სოფლის მოსახლეობის ნაწილი შიმშილობს .ხუთ ადგილობრივს კი პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.