გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათში , მოქალაქეს საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი ცირკული ტიპის სახერხი საამქრო. ტერიტორიიდან ამოღებულია წიწვოვანი სახეობის 2 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში. მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე - 18 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი.
ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.