ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში აქციის 180-ე და შიმშილობის მერვე დღეა.პროტესტის უკიდურეს ფორმას უკვე ხუთმა ადგილობრივმა მიმართა.სოფლის მაცხოვრებლები პრობლემის გადაჭრაში ცენტრალური მთავრობის ჩართულობას ითხოვენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების შესასვლელთან, აქცია უკვე მეექვსე თვეა იმართება. სოფელ შუქრუთში მცხოვრები 35-მდე ოჯახის წარმომადგენლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ და ღამეს კარავში ათევენ.
აქციის მონაწილეებს პიკეტირებული აქვთ მაღაროს შესასვლელი და 14 მარტის შემდეგ, კომპანიას წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობას არ აძლევენ.