სავაჭრო ცენტრ ,,გრანდმოლთან,, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.ადმინისტრაცია და მოვაჭრეები შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.ინსპექციამ სავაჭრო ცენტრი თერმოსკრინინგის დეტექტორ-მოწყობილობების არქონის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმა.მოვაჭრეები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გაგადგმისკენ მოუწოდებენ, ამბობენ, რომ ისინი ლუკმა-პურისთვის ვაჭრობენ და არ აქვთ შესაძლებლობა, ძვირიანი აპარატები შეიძინონ.სავაჭრო ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა.
,,გრანდმოლის,, მენეჯერი ნატო დანელია შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს,რომ არც ერთ მაღაზიას მსგავსი ძვირადღირებული აპარატი არ აქვს.დანელია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვარაუდობს.