კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის რგპფ-დან 2 198 776 ლარია გამოყოფილი. პროექტი ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის ასფალტობეტონის საფარით დაფარვას, ტროტუარების, სანიაღვრე არხების, განათებისა და გამწვანების მოწყობას, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

დაწყებულია რუსთაველის გამზირის N95-97-99 მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია. შენობაზე მთლიანად შეიცვლება კარ-ფანჯარა და განახლდება ფასადი. პროექტის ღირებულებაა 941 329 ლარი.

ახალი რეკრეაციული სივრცეები ეწყობა მაისურაძის და თაბუკაშვილის ქუჩებზე. სკვერებში გათვალისწინებულია საბავშვო-გასართობი სივრცეები, გაზონები, სასეირნო ბილიკები და საპარკე ინფრასტრუქტურა.

,,ყველა ეს პროექტი რეგიონული განვითარების პროგრამების ფონდიდან არის დაფინანსებული და ჯამში 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.“- განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა.
