ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების,, ინფორმაციით, 2024-2025 წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.
პარალელურად იწყება აღსაზრდელთა რეგისტრაციაც. პროცესი 2 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.
მშობელმა თავის მიერ შერჩეულ ბაღში უნდა მიიტანოს შემდეგი საბუთები-
ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი)
2 სურათი ¾-ზე;
ჯანმრთელობის ცნობა;
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.