ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
პროექტისთვის ჯამში, 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.
ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა, 2018 წლის შემდეგ, უფუნქციოა.,,ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საპარლამენტო საქმიანობა ქუთაისიდან ისევ თბილისში დააბრუნა.