76 წლის ასაკში თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა.
ის იყო ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი.
თენგიზ ცერცვაძე 1948 წლის 16 მარტს, თბილისში დაიბადა.
თენგის ცერცვაძე ღირსების ორდენისა (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია (2019).