ქ. ქუთაისში მიმდინარე გეგმიური ტექნიკური სამუშაოების სირთულის გამო წყალმომარაგების აღდგენის დრო გახანგრძლივდა. მოსახლეობას წყალი 16:00 საათიდან აღუდგება.
ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
,,რეგიონის ტექნიკური სამსახური მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
შეგახსენებთ, 4 ივლისს ქვიტირის გადამქაჩ სადგურში, 800 მმ დამწნეხი კოლექტორის შეცვლისა და ფარცხანაყანევის
w-800m³ რეზერვუარის რეცხვა-დეზინფექციის გეგმიური სამუშაოები განხორციელდა. აუცილებელი სამუშაოების შედეგად, საგრძნობლად შემცირდება სასმელი წყლის დანაკარგი, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს წყლის ხარისხსა და მიწოდებას.,,-წყალმომარაგების კომპანია.