15 და 16 ივნისს ქუთაისი გასტრონომიულ ფესტივალს- ,,გემო ფესტი" უმასპინძლებს.
აღნიშნული ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისა და თავად ფესტივალის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 9 - დან 17 ივნისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა და პარკინგი შეიზღუდება გრიშაშვილის ქუჩის დასაწყისიდან თეთრ ხიდამდე. მსგავსი შეზღუდვა, ასევე, დაწესდება ცისფერყანწელთა ქუჩაზე, 12-დან 18 ივნისის ჩათვლით.
,,გემო ფესტი,, ქუთაისში 15 და 16 ივნისს, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში,15:00 საათიდან გაიმართება.