ქუთაისში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. გაფიცვის მერვე დღეს სტუდენტებმა მორიგი მსვლელობა მოაწყვეს.ისინი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ახალგაზრდობის გამზირზე მდებარე მედიცინის ფაკულტეტის კორპუსთან მსვლელობით მივიდნენ.მათ თან ტრადიციულად ტრანსფარანტები წარწერით - არა რუსულ კანონს,კი ევროპას და საქართველოს დროშები ქონდათ.
