ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს.
,,ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ვაპროტესტებთ კანონს ,,უცხოური გამჭვირვალობის შესახებ,,მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ,რომლებმაც გუშინ ღიად,საჯაროდ დააფიქსირეს დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ.მიგვაჩნია,რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ ძალიან გულწრფელ სურვილთან და მომავალის ხედვასთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი, ლექტორ-მასწავლებლების პოზიცია. საქართველოს, მისი ხვალინდელი დღის ადგილი მხოლოდ ევროპაშია. არა რუსულ კანონს,,-აღნიშნული განცხადება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სახელით მაკა ხეცურიანმა წაიკითხა.
აღნიშნულ განცხადებას ხელს ამ დროისთვის 35 ლექტორი აწერს.