ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
კანონდამრღვევმა, სოფელ ხრეითის მკვიდრმა მ.კ.-მ სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგი დააზიანა მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ფოტოხაფანგმა მის მიერ ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი დააფიქსირა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ჭიათურის პოლიციის სამმართველოს გადაეცა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კანონდამრღვევი დაკავებულია; მას სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ ვიდეოხაფანგის ღირებულების - 513,33 ლარის გადახდა დაეკისრა.