დღრს ქუთაისში,ცენტრალურ მოედანზე რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქცია-კონცერტი იგეგმება.საპროტესტო ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.
, ,ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის, ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შტატების მკაფიო პოზიციების მიუხედავად საქართველოს პარლამენტს 29 აპრილს მეორე მოსმენაზე გააქვს რუსული კანონი.
დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ქუთაისში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქცია, რომელსაც ყოველდღიურად ემატებიან თვითორგანიზებული ადამიანები.
29 აპრილს, 19:00 სთ.-ზე ყველას, ვინც ირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს გელოდებით ერთ-ერთ ყველაზე ევროპულ ქალაქში (ლადო მესხიშვილის თეატრის წინ).
აქციას უერთდებიან ქუთაისელი არტისტები:
- Kvadrati
- Red Wine
- ვიპლიკები
- SKAZZ
ჩვენ, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ბედს თავად ვწყვეტთ.-,,აცხადებენ ორგანიზატორები.