სამტრედიის მუნიციპალიტეტში ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.ინფორმაციას ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე ავრცელებს .30 წლამდე ახალგაზრდა ქალს გამოძიება ქმრის მკვლელობას ედავებოდა.
,,რაც შევძელი ეს არის.
მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და პატიმრობიდან გაანთავისუფლეს!
ვის რას უმზადებს განგება,არავინ იცის!
გავაცილებ ეხლა სამტრედიაში, მაგრამ სახლში არავინ ელოდება....
მეუღლე მოუკლეს, შვილები მინდობით
აღზრდაში გაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, ძმები და ძმისშვილი დააპატიმრეს და მოუწევს ნაქირავები სახლის ნესტიან კედლებში საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა.
მძიმე ღამე ელის.
ეზოში ისევ სისხლის კვალია და ბავშვების ფეხსაცმელია მიმოფანტული....
უმძიმესი ცხოვრება აქვს ამ პატიოსან და საცოდავ გოგოს, რომელიც გადაყოლილი დედაა მისი შვილებისთვის.
ჯანმრთელობას ვუსურვებ და მშვიდ ცხოვრებას ნატო ხელაძეს და მის შვილებს.,,-მაგდა კოტრიკაძე,ადვოკატი.