ქუთაისში მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღითაა დაჭრილი, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამიმისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.