პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში - ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა „ახალგაზრდული პრიორიტეტები“.
მოწვეულმა სტუმრებმა - ნათია ნამიჭეიშვილმა (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი), სანდრო სილაგაძემ (ახალგაზრდული ცენტრის წევრი), ეკა ლეჟავამ (იმერეთის რეგიონის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო) - ისაუბრეს ახალგაზრდების არაფორმალური განათლების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობასა და ახალგაზრდების განვითარების და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობის შესახებ. გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მუნიციპალურ დონეზე ხარისხიანი ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას, არაფორმალური განათლების შესახებ ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების გაუმჯოსებას და დამკვიდრებას. ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას სოციალურად არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის.
როგორც გადაცემის მონაწილეების, ასევე გამოკითხული რესპოდენტების მიერ აღინიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენა, რაც გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, ერთ-ერთია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ნაკლები კომუნიკაცია. პროექტის ფარგლებში შექმნილი სადისკუსიო პანელი ახალგაზრდებს არსებული პრობლემების გზების ძიებაში შეუწყობთ ხელს.
