შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეგახსენებთ,გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა 7 თებერვალსაც ჩამოვიდა.