არასამთავრობო ორგანიზაცია,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი გელათის მონასტრის შესახებ მორიგ ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს .როგორც თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს,გელათის ეზოში სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად რა ხდება,ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
,,გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის წევრები ყველა გამოსვლაში მთავარ აქცენტს საჯაროობაზე აკეთებენ.
მოგვითხრობენ მუშაობის სტილზე, რომ გადაწყვეტილებები აღსრულებამდე სათათბირო ორგანოებში- საბჭოებში მუშავდება. გვიყვებიან, რომ პროცესის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ საზოგადოებას მუდმივად აყენებენ საქმის კურსში ინტერნეტ პლათფორმის მეშვეობით.
10 დღე ქვეყანაში არ ვიყავი, გელათის ეზო გუშინ გადაჩიჩქნილი დამხვდა.
შევედი კომიტეტის ვებ გვერდზე, სადაც უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროცესის, სამუშაოების მწარმოებლის, დაფინანსების წყაროს შესახებ- პროექტთან ერთად გამოქვეყნებული.
მოგეხსენებათ, გელათის მონასტრის ეზო სრულად არქეოლოგოური ზონაა, მისი ტექნიკური სამუშაოებისთვის გაჭრა დაუშვებელია შესწავლის გარეშე.
კონკრეტული სეგმენტი, რომელიც არ ვიცით რა მიზნით გადაითხარა, არქეოლოგების მიერ შესწავლილი ახლო წარსულში არ არის. სავარაუდოდ, არასდროს გაჭრილა. ამიტომ მასზე შეხება არქეოლოგიური დასკვნის გარეშე დანაშაულია!
ვებ გვერდზე არაფერი გვხვდება, გარდა ვიბრაციის კვლევისა, რომელიც მომავალში ჩასატარებელი სამუშაოების გავლენას სწავლობს.
მესმის რომ სურთ კითხვები არ დავუსვათ, დისკომფორტს გაურბიან.
ბოლო, "ახალი" ჯგუფი 3 წლიან პერიპეტიებს ცუდად იცნობს, თუმცა ალბათ ხვდებიან, ეგ რომ არ გვექნა დღეს გაცილებით დიდი ზიანის წინაშე ვიდგებოდით, ახლა არსებულის გადარჩენის შანსი მაინც არის.
ამიტომ, ყველა კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა!
ამჯერად გელათის მონასტრის გადათხრილ ეზოში შექმნილ ქაოსზე ველოდებით დეტალურ ინფორმაციას!,,-წერს თორნიკე ბარათაშვილი .