პროექტი ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში - ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ეთერში გავიდა გადაცემა „ახალგაზრდული პრიორიტეტები“. მოწვეულმა სტუმრებმა, ახალგაზრდებმა - ირაკლი თევზაძემ (RICDOG – ის გენერალური მდივანი, ახალგაზრდული მუშაკი); თათია ტოფაძემ (თაობათა დიალოგის გამგეობის წევრი); ნიკოლოზ კეთილაძემ (RICDOG-ის წევრი, საქართველოს საუკეთესო მოხალისე - ნომინაციაში -“მოხალისეობის პოპულარიზაცია“).
- ისაუბრეს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობასა და მოხალისეობაზე. გამოიკვეთა, რომ მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს უფლებების, საშუალებებისა და შესაძლებლებლობათა ქონას, ასევე საჭიროებათა შემთხვევაში მხარდაჭერას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათანადო ჩართულობით. ახალგაზრდების მონაწილეობა აღიარებული უფლებაა საერთაშორისო და ეროვნული დოკუმენტებით. როგორც გადაცემის მონაწილეების, ასევე გამოკითხული რესპოდენტების მიერ აღინიშნა, რომ ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი.
გადაცემათა ციკლი შექმნილია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "მედიაჰოლდინგი ფაქტორი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.