ქუთაისის მერია მონპლაზირის თაღის ტერიტორიაზე კედლის მხატვრობის დაზიანების ფაქტს ეხმაურება.
,, "მონპლეზირის" თაღთან, პოპულარული და ყველასთვის საყვარელი კედლის მხატვრობა დააზიანეს!
ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის დაზიანება არ არის ქალაქისთვის მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება.
ვანდალური აქტის ჩამდენი აუცილებლად იქნება გამოვლენილი. გრაფიტს კი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია და მათ შორის ქუთაისშიც, მალე ისევ აღვადგენთ!,,-ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.