ეს მინის გაბზარვის პირველი შემთხვევა არ არის.რეაბილიტაციის შემდეგ თეთრ ხიდზე მინა პერიოდულად ზიანდება.
გაბზარული მინის შესახებ ფოტოები და ინფორმაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას ,, დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა . არასამთავრობო ორგანიზაციამ გამაფრთხილებელი სტიკერები განათავსა.
,,მორიგად გაიბზარა თეთრ ხიდზე მინა.
მართლმსაჯულებას გადაგვცეს ნამუსდაკერხერებულებმა გამაფრთხილებელი სტიკერების გამო წინა ჯერზე.
ახლა საყოველთაო შვებულებაა და საცივიდან თავის ამოყოფაზე არ მგონია შეიწუხონ თავი.
ამიტომ, ფრთხილად ხიდ-ხაფანგზე გავლისას!,,-წერს თორნიკე ბარათაშვილი.
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით და მინებით ჩანაცვლდა.