ქუთაისის ბულვარში მდებარე კაფე ,,სავანეს,, დემონტაჟი დაიწყო.ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მოქალაქეები და კაფის მფლობელები არიან შეკრებილები.
პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
ისმის შეძახილები ,,რუსები,, ,,მონები,,.
არის ხმაური და დაპირისპირება. შენობაში მოქალაქეები იმყოფებოდნენ.მათ პოლიციამ, სავანე დაატოვებინა.შენობიდან გამოაქვთ ინვენტარი.