ერთი თვის წინ გარდაცვლილი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედა ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
მაგული ჩხობაძე მოითხოვს, ჯანდაცვის რეგულირება სააგენტომ შეისწავლოს ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი- იყო თუ არა ეს ავთვისებიანი სიმსივნის რეციდივი, რამდენად უზრუნველყო კლინიკამ ოპერაციის სწორად ჩატარება და პოსტოპერაციული პროცესი ,ასევე, რამდენად სწორად მიეწოდა თურქულ კლინიკას პაციენტის დიაგნოზი.
მაგული ჩხობაძის ვარაუდით მისი შვილი არასწორად ჩატარებული ოპერაციისა და ჰოსპიტალური ინფექციის გამო განვითარებული პოსტოპერაციული პროცესის გამო დაიღუპა.