დღეს, 15 დეკემბერს, თბილისში,თავისუფლების მოედანზე მოქალაქეების შეკრება იგეგმება.ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეკუთნის.ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული ფაქტი ერთად იზეიმონ.
„მინდა, ყველა მოგიწვიოთ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა, ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ეს დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების დღე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.