4 დეკემბერს ქალთა ფონდმა „სოხუმი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატაარა 2 ტრენინგი ბაღის პედაგოგებისათვის თემაზე - „გენდერი და გენდერული ძალადობა“.
ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16 აქტიური დღის კამპანიის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე, არსებულ სერვისებზე, როგორც სახელმწიფო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების სერვისებზე, კონკრეტულად უწყებების როლზე და ძალადობის შემთხვევაში რეფერირების შესახებ.