იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან (იურიდიული და ფიზიკური პირები) 56 პოლიტიკური შემწირველია ან/და სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული. ლიცენზიები მიიღეს მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც;
საქმე ეხება 1019-21 წლებში მიღებულ ლიცენზიებს, და ისეთი წიაღისეულის მოპოვებას,როგორიცაა ქვიშა-ხრეში ,ასევე გრანიტი, ტერენტი, კირქვა, ბაზალტი და სხვა.
- 37 სხვადასხვა ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2,485,931 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღო, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმღები მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოა”;
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს,, კვლევით, ლიცენზიებთან კავშირშია ბიჭიკო პაიკიძე, ვანის საკრებულოს წევრია პარტია “ქართული ოცნებიდან”. იგი ფლობს შპს “B.P.TRANS”-ის 100% წილს. ბიჭიკო პაიკიძემ პირადად 2016 წელს 12,000 ლარი გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მისმა კომპანიამ, შპს “B.P.TRANS”-მა კი 2019-2021 წლებში 26,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან. ბიჭიკო პაიკიძეს ახლო კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან (იგი პაიკიძის შვილის ნათლიაა)
2014-2023 წლებში 31,562,630 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები აქვს მიღებული კიდევ ერთ ლიცენზიანტ კომპანიას - შპს “ჯორჯიან ენერჯის”, რომლის 100%-ს დღეს ფლობს ზვიად ჩხობაძე, თუმცა ვიდრე ამ კომპანიას ის სრულად განკარგავდა, მანამდე მისი პარტნიორი ამავე კომპანიაში ბიჭიკო პაიკიძე იყო; ზვიად ჩხობაძემ 60,000 ლარი შეწირა “ქართულ ოცნებას” 2016 წელს;
ერთ-ერთი მსხვილი შემყიდველი კომპანია გახლავთ ა(ა)იპ “ასოციაცია ატუ” , რომლის დირექტორმა და გამგეობის წევრებმა -
როსტომ ჩაბრაძემ,
ეთერ დემინაშვილმა და
ბიჭია დემეტრაშვილმა ჯამურად
168,000 ლარი შესწირეს “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილის კამპანიას. ასოციაცია “ატუ” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. ამ კომპანიის გამგეობის წევრი ეთერ დემინაშვილი 2017 წლის სექტემბრამდე ფონდი “ქართუს” გამგეობის წევრი იყო, დღემდე კი სს “
ქართუ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. “ატუს” 2013-2021 წლებში მიღებული აქვს
3,613,464 ლარის სახელმწიფო შესყიდვები;
ტეშენიტის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “როუდ ქონსტრაქშენს”. Ამ კომპანიას 2017-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვების სახით მიღებული აქვს
38,586,588 ლარი. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს. Მათგან მხოლოდ ერთი - 34% წილის მფლობელი გიორგი გოგიბერიძეა პოლიტიკური პარტიის შემწირველი. მან 2012 წელს
60,000 ლარი შეწირა მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. Მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამავე კომპანიის 33% წილის მფლობელი, ვაჟა ფანჩულიძე 2014-2015 წლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის
თავმჯდომარე იყო;
მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს
შპს “კომპანია ბლექ სი გრუპი”, რომლის ამ გზით მიღებული შემოსავალი არის
446,673,239 ლარი. კომპანიის მეწილე, გიორგი კალანდაძე (25%) ამავდროულად არის პარლამენტარ ბექა ოდიშარიას პარტნიორი შპს-ში “
ძველი დედაქალაქი”;
ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია აქვს
შპს “კავკასენერგოს”, რომლის 100% წილის მფლობელს, გიორგი მოლაშხიას
100,000 ლარი შეუწირავს
მმართველი პოლიტიკური პარტიებისთვის და
28,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. გიორგი მოლაშხიას ბიზნეს-პარტნიორი სხვა კომპანიაში (
შპს “ტრანს სერვის”) არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ ენუქიძე. იგი “პატრიოტთა ალიანსის” სიით გახდა დეპურტატი.