გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,16 ოქტომბერს დღის ბოლოდან 17 ოქტომბრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
