ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელი გოგონას მიმართ თანასკოლელებისაგან თვეებია ბულინგი არ წყდება .აღნიშნულ ინფორმაციას ადვოკატი ლევან ჭელიძე ავრცელებს .მისი თქმით,ფაქტის შესახებ ცნობილი იყო სკოლის დირექციისთვის,თუმცა სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია ფაქტს მალავდა.გელათის სკოლის დირექტორი ამავდროულად კურსების თემის მაჟორიტარი დეპუტატია .
მოსწავლეს ჩანთაში ჩაუდეს მუქარის შემცველი წერილი, რომლის მიხედვითაც მას თვითდაზიანების მიყენას აიძულებდნენ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.