,,ფლანგვის დეტექტორის,, ინფორმაციით, ზესტაფონის მერია ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალის ,,სულიკო 2023“ და სახალხო ზეიმის ,,ზესტაფონობა“ ორგანიზებაში 77,940 ლარის დახარჯვას გეგმავს. ღონისძიება 23-24 სექტემბერს გაიმართება.
ზესტაფონისაგან განსხვავებით, კიდევ უფრო დიდ თანხებს ზუგდიდის მერია ხარჯავს, რომელიც ზუგდიდობის დღესასწაულის აღნიშვნას 17 სექტემბერს აპირებს და ამ მიმართულებით 367,054 ლარის შესყიდვებს გეგმავს.
თბილისის მერიამ შესყიდვების სააგენტოს 16 აგვისტოს მიმართა და თბილისობის ჩასატარებლად 3,140,175 ლარის გამარტივებული შესყიდვით დახარჯვას ითხოვს. როგორც თავად მერია მიუთითებს, 2023 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკში და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მრავალფეროვანი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რომელიც კულტურულ, სპორტულ, საბავშვო და სხვადასხვა სანახაობრივ აქტივობას გააერთიანებს.
სამივე ღონისძიება გამარტივებული შესყიდვით გაიმართება.